საუდის არაბეთში, კლდეზე შესრულებული პრეისტორიულ ხანის აქლემის გამოსახულებები აღმოაჩინეს (ფოტო)

სექტემბერი 15, 16:23
0
58

„საუდის არაბეთში, კლდეზე გამოკვეთილი აქლემის სკულპტურული გამოსახულებები იპოვეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მსოფლიოში უძველესი დიდი ზომის ცხოველების ფორმებს ასახავს,“ ნათქვამია კვლევაში.
მკვლევარებმა ჩუქურთმები პირველად 2018 წელს აღმოაჩინეს და მათი შეფასებით, ისინი დაახლოებით 2000 წლის წინ შეიქმნა. ამგვარი შეფასება ემყარებოდა ფიგურებსა და იორდანიის ცნობილ უძველეს ქალაქ პეტრას კლდოვან რელიეფს შორის მსგავსებას. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, კლდეზე ნაკვეთი აქლემის ქანდაკებები 7000-8000 წლისწინანდელია.
ჩუქურთმების ზუსტი ასაკის დადგენა მკვლევარების გამოწვევაა. გამოქვაბულზე შესრულებული ნახატებისგან განსხვავებით, ორგანული ნივთიერებებიდან ნიმუშის აღების შესაძლებლობა არ არსებობს. გარდა ამისა, კლდეზე ხატვის ხელოვნება რეგიონში იშვიათია.
მკვლევარებმა, სკულპტურების შექმნის ახალი თარიღის დასადგენად, შეაფასეს ეროზიის ნიმუშები და ხატვისას გამოყენებული ინსტრუმენტების მახასიათებლები და შეამოწმეს ადგილზე ნაპოვნი ცხოველების ძვლები. მეცნიერების თქმით, ისინი უფრო ძველია, ვიდრე უძველესი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა სტოუნჰენჯი (5000 წლისწინანდელი) ან გიზას პირამიდები (4500 წლისწინანდელი). ნახატების შექმნის დროს საუდის არაბეთი საკმაოდ განსხვავებული იყო – დღევანდელი უდაბნოების ნაცვლად, დაფარული იყო ბალახის დაბლობებითა და ტბებით.
მეცნიერებისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიქმნა აქლემის ნახატები, თუმცა მათი ვარაუდით, გამოსახულებებით მომთაბარე ტომებისთვის შეხვედრის ადგილი იყო აღნიშნული. მკვლევარებმა ხაზი გაუსვეს ათასობით წლის წინ ასეთი სკულპტურული გამოსახულებების დამზადების სირთულესაც – მაღალი რელიეფის გამო, მოქანდაკეებს ნახატების შესასრულებლად ხარაჩოების აგება დასჭირდებოდათ.

https://www.bbc.com/news/world-middle-east-58570259

Cesko