„საუბარი იმაზე, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც გვმართავენ, არაკომპეტენტური განცხადებაა“ – მეუფე ნიკოლოზი

სექტემბერი 9, 23:03
0
492

„ის, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც ჩვენ გვმართავენ, ეს არის ძალიან არაკომპეტენტური განცხადება“, – ამის შესახებ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა კოვიდვაქცინაციაზე საუბრისას „ერთსულოვნების“ ეთერში განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის განათლებით ფიზიკოსია, საკუთარ თავს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ვაქცინაში ჩიპების არსებობის შესახებ ისაუბროს.

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის საუბრები და მოწოდებები სასულიერო პირებისგან სინოდის განჩინების საწინააღმდეგო მოქმედებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ფიზიკოსი ვარ, ჩემ თავს არ ვაძლევ უფლებას ვიმსჯელო იმაზე რამდენად შესაძლებელია ვაქცინაში ჩიპების არსებობა. ერთის მხრივ არის ხალხი, რომელსაც ამას სისულელედ მიიჩნევს, ხოლო მეორე მხრივ არის ხალხი, რომელიც ამაში დარწმუნებულია.

მინდა გითხრათ, რომ თხევადი კრისტალი არსებობს და თანამედროვე ტელევიზორები თხევად კრისტალზე არის აგებული, მაგრამ მიუხედავად ამისა „ის, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც ჩვენ გვმართავენ, ეს არის ძალიან არაკომპეტენტური განცხადება.

კიდევ ერთხელ სასულიერო პირისგან ასეთი მოწოდებები, ეს არის სინოდის განჩინების საწინააღმდეგო მოქმედება. თუ ვინმეს სინოდის განჩინებაში ეპარება ეჭვი მომართოს ისევ წმინდა სინოდს, მომართოს პატრიარქს, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და განვიხილავთ. აცრაზე და აუცრელობაზე საშიშია შინაგანი შფოთი, რაც დაავადების განვითარებაზეც მოქმედებს“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

Cesko