სასამართლომ დღესვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ბავშვები პანსიონიდან გამოიყვანოს – უფლებადამცველი

ივნისი 4, 13:31
0
113

უფლებადამცველმა ანა არღანაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღესვე უნდა მიიღოს და ბავშვები პანსიონიდან გამოიყვანოს.

“სასამართლოს აქვს 3 დღიანი ვადა უზრუნველყოფაზე განჩინების მისაღებად მაგრამ, ბავშვების ინტერესის უპირატესობის გამო, დღესვე უნდა მიიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყვანოს ბავშვები ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან. ამას ნიშნავს ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინება და არა ფერად კონფერენციებზე და მიღებებზე დასწრებას” , – განაცხადა ანა არღანაშვილმა.

აქვე, არღანაშვილმა აღნიშნა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს აუცილებლად დაეხმარებინა, მაგრამ პოლიტიკოსების რეპუტაცია აღარაფერი უშველის. ასევე, განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი ვერ ჩააბარეს და დღესვე უნდა მიდიოდნენ სახლში.