საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7%-ს გადააჭარბა

ივლისი 20, 16:53
0
61

19 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.19%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 4.77%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 5.24%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა 5 592 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.