საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ფილიპ რიკერი ჩამოდის

ივნისი 5, 15:14
0
63

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ფილიპ რიკერი ეწვევა.

როგორც ცნობილი გახდა, ფილიპ რიკერი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს 6-13 ივნისს ეწვევა.

რიკერი საქართველოში შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ის შეხვედრებზე განიხილავს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიასა და ქვეყნის ოკუპაციას.

ეს საქართველოში ფილიპ რიკერის პირველი ვიზიტი არ იქნება. ის ქვეყანაში 2020 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან ერთად იმყოფებოდა.

ფილიპ რიკერის ვიზიტამდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები.