საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ივლისი 19, 20:35
0
83

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნის შემდეგ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ასაცორების ტრიოს დეკლარაცია გააფორმეს.

სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მაია სადუმ დოკუმენტს ხელი პეტრას ციხეში მოაწერეს.

ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.