საქართველოს გენერალური პროკურატურა უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავებას ეხმაურება

სექტემბერი 11, 11:49
0
105

საქართველოს გენერალური პროკურატურაში დაადასტურეს უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დაკავების ფაქტი.

როგორც მთავარ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ახლა უკრაინიდან საქართველოში ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა. 2018 წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

Cesko