„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

სექტემბერი 11, 10:06
0
91

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს, შალვა მელიქიშვილს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლეილა გარსევანიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება დაკავებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, დეტალები არ ვიცი. აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”, – განაცხადა გარსევანიშვილმა.

შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ ის პოლიციამ დააკავა.

მეზობლების თქმით, თავდამსხმელს, შალვა მელიქიშვილს, რამდენიმე წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ შეექმნა.

Cesko