”საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში თავდამსხმელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სექტემბერი 12, 13:43
0
72

“საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში თავდამსხმელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი დაახლოებით 1 საათს გრძელდებოდა.
მოსამართლე მარინა ცერცვაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. თავის მხრივ, ადვოკატი ითხოვდა გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით.

წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ შეძენა-შენახვა-ტარების, ტერორიზმის და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შალვა მელიქიშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, შეიარაღებული პირი “საქათველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და 13 მძევალი აიყვანა.

დანაშაულის მოტივად ფინანსური პრობლემები სახელდება.

Cesko