საპატრიარქოში ღმერთი ფულით ჩანაცვლდა – შალვა ნათელაშვილი

ივნისი 4, 15:10
0
464

“საპატრიარქო გადაიქცა ზესახელმწიფოდ და სახელმწიფო არის მისი ერთ-ერთი განყოფილება“, – განაცხაფა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას.

“საპატრიარქო გადაიქცა ზესახელმწიფოდ და სახელმწიფო არის მისი ერთ-ერთი განყოფილება. ჩვენი აი, იმ განყოფლების მოქალაქეები ვართ. არჩევნების ბედს, ხელისუფლების ბედს, პოლიტიკის ბედს, მინისტრების ბედს წყვეტს საპატრიარქო. საპატრიარქოში ღმერთი ფულით ჩანაცვლდა. სტალინი ღვთისმსახური იყო პროფესიით, მაგრამ პირველი ათეისტური იმეპერიის იმპრეატორი გახდა და მუსრი გაავლო მღვდელს იმიტომ, რომ სისასტიკე იყო გამეფებული იმ სასწავლებლებში.

არ უნდა გაეხსნა სახელმწიფოს საპატრიარქოს ეგიდის ქვეშ ეს პანსიონი და საპატრიარქოს უნდა აეკრძალოს ყოველგვარი პანსიონების გახსნა“, – აცხადებს ნათელაშვილი.