სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვა ვერ დაძარით პარლამენტში შემოსვლაზე, პუფები ეძახით ერთმანეთს – მამუკა მდინარაძე

ივნისი 9, 17:47
0
73

ეს არის მონური მორჩილება, რასაც თქვენ აკეთებთ, – ამ სიტყვებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარული სხდომის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა.

„პირველი დიაგნოზი ის არის, რომ სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვა ვერ დაძარით პარლამენტში შემოსვლაზე, პუფები ეძახით ერთმანეთს. ის ადამიანი რას ლაპარაკობდა ვერ გაკადრებთ უბრალოდ ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის გამო. მონურ მორჩილებაზე შევთანხმდით, შემდგარი ფაქტია, რომ მის (მიხეილ სააკაშვილის) გარეშე სიტყვა ვერ დაძარით“, – განაცხადა მდინარაძემ.