სანაია კალაძეს: “ეგ იგივეა, ფეხბურთელმა თქვას, გასვლით მატჩებში არ ვითამაშებ, მხოლოდ საკუთარ მოედანზე გამოვალო“

სექტემბერი 12, 13:13
0
315

თბილისის მერი, კახა კალაძე ოთხი ტელევიზიის, ფორმულას, ტვ პირველის, მთავარისა და კავკასიას შეთავაზებას საერთო დებატებთან დაკავშირებით არ იღებს – ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის განცხადებას, ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“პოლიტიკოსი რომ ამბობს, კრიტიკულ არხებზე დებატებზე არ მივალო, ეგ იგივეა, ფეხბურთელმა თქვას, გასვლით მატჩებში არ ვითამაშებ, მხოლოდ საკუთარ მოედანზე გამოვალო. რა ვიცი, იქნებ ასე მაინც გაიგოს”, – წერს ვახო სანაია.

Cesko