სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე გარემოს დანაგვიანებისთვის დააჯარიმეს

ივნისი 11, 17:14
0
61

დღეს, სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შემდეგ, ფურცლები, სადაც წერია, „რა ხდება ნინოწმინდის პანიოსნში“, პარლამენტის შემდეგ, პრეზიდენტის კრწანისის რეზიდენციის ეზოშიც დაყარეს, ამის გამო პოლიციამ ნატა ფერაძე 80 ლარით დააჯარიმა.

ფერაძე პოლიციამ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დააჯარიმა.

„აქ ზის ქალი რომელიც ითვლება პრეზიდენტად , რომელსაც რამდენადაც ვიცი ერთი განცხადება არ გაუკეთებია დატყვევებულ ბავშვებზე. აი მოვუტანეთ რომ იქნებ რაღაცა აიღოს და დაფიქრდეს,  რომ ბავშვებს რაღაცა სჭირს და მიაქციოს ყურადღება. აქ რომ ზის ქალი და ლობიოთი სკდება“, – ამბობს ფეისბუკ ლაივში ფერაძე.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხით მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, ბავშვთა სახლში შესვლის უფლება სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის კურთხევით არ მისცეს. ისინი ბავშვთა სახლში მონიტორინგის განსახორციელებლად შესვლას ორ თვეზე მეტია ითხოვენ. ომბუდსმენის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა, “მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა”.