სამდღიანი ძებნის შემდეგ, ფოთში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

ივნისი 11, 19:41
0
55

სამდღიანი ძებნის შემდეგ, ფოთში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, ასევე,პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი. გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა, მცურავი საშუალებები და დრონი. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა სანაპირო ზოლის მონიტორინგი.

შეგახსნებთ, მამაკაცი 9ივნისს, დინებამ გაიტაცა.