სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაციის კუთხით არათუ დეესკალაციის რამე ნიშანს ვხედავთ, არამედ პირიქით – პროვოკაციები გრძელდება

ივნისი 11, 12:22
0
40

სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები. სამწუხაროდ, გახელაძის მაგალითი არის ასეთი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედათან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე ინახულა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ მძიმე მდგომარეობას. საოკუპაციო ხაზზე, ფიზიკური მისვლა ალბათ, ძალიან ბევრის მეტყველია და ჩვენს მეგობრებსა და სტუმრებს აჩვენებს, თუ რამდენად მძიმე და რთულია მდგომარეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ორბელიანების სასახლეში ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.