საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ივლისი 22, 10:50
0
175

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

„დღეს, თბილისის დროით 07:17 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.