საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას – რობ პორტმანი

ივნისი 3, 21:15
0
83

„მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას“, – ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ნაბიჯების გადადგმის საშუალება უნდა მიეცეს.

მინდა, აღვნიშნო, რაოდენ დიდად ვუჭერთ მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. მიმაჩნია აგრეთვე, რომ საქართველო არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყანა უნდა იყოს, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების სურვილს ადასტურებს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ნატო-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ის პროცესი. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას. ამისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც“, – აღნიშნა რობ პორტმანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

მათ ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან ჩასვლით დაიწყეს, შემდეგ კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.

დაგეგმილია ასევე სენატორებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა.