„საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს“ – The Times of India

ივლისი 22, 12:29
0
66

ინდოეთის გაზეთ The Times of India-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს“ (ავტორი – პრიტი ბისვასი), რომელშიც იმ პრობლემებზეა საუბარი, რომლებიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებელების ინდოელი ეროვნების სტუდენტებს შეექმნათ, კორონავირუსის პანდემიის გამო.

„რამდენიმე თვის ონლაინ-სწავლების შემდეგ ინდოელი სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სამედიცინო განხრით სწავლობენ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: მათ არ შეუძლიათ ქვეყნაში დაბრუნება, გამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად და პრაქტიკის გასავლელად.

ჰაიდარაბადელი მორია მურალიდჰარან ნაირი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, რომელიც საქართველოდან ინდოეთში გასული წლის მარტში დაბრუნდა. მოგვიანებით იგი ავარიაში მოჰყვა და თბილისში ვეღარ ჩავიდა. „მარტალია, ჩემმა უნივერსიტეტმა გამოსაშვები გამოცდების ონლაინ-რეჟიმით ჩაბარების უფლება მომცა, მე იძულებული ვარ ერთწლიანი სასწავლო პრაქტიკა გავაცდინო. ამის სესაძლებლობა მხოლოდ საქართველოში ჩასვლის შემდეგ მექნება“, –   ამბობს თსუ-ს სტუდენტი.

მორია მურალიდჰარან ნაირი ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც ამჟამად საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან ცავარდნილნი: საქართველოს მტავრობამ ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შესვლა აუკრზალა, თუმცა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს კავკასიური სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.

„ყველა სტუდენტს, რომლებიც ინდოეთიდან საქართველოში ჩამოდიან, გავლილი უნდა ჰქონდეთ ვაქცინაციის სრული კურსი, მათ აუცილებლად უნდა წარმოადგინონ უარყოფითი PCR ტესტი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე 72 საათის განმავლობაშია ჩატარებული და უნდა გაირონ 14-დღიანი კარანტინი შავიანთი ხარჯით. ინდოეთის რესპუბლიკიდან სტუდენტებს მხოლოდ ჩარტერული ავიარეისებით ჩამოსვლა შეუძლიათ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის შეტყობინებაში.

სტუდენტებმა დახმარებისთვის ინდოეთის მთავრობას მიმართეს და მოლაპარაკების დაწყება სთხოვეს საქართველოს მთავრობასთან, მათი ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით. „ჩემს უნივერსიტეტში გამოცდები უკვე დაიწყო. მე თბილისში აგვისტოში უნდა ვიყო, მაგრამ ავიარეისები კი არ არის. თუ არ ჩავალ, მაშინ ერთი წელი დაკარგულია“, – ამბობს The Times of India-ს კორესპონდენტთან საუბარში შრიშტი კრიშნანაი, თბილისის „ნიუ-ვიჟენის“ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.