”საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელსაც აზერბაიჯანი საზღვარს გაუხსნის” – მარიამ ქვრივიშვილი

ივლისი 19, 17:43
0
78

“ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საზღვრის გახსნის საკითხზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები შედგა.

“აზერბაიჯანთან უმაღლეს დონეზე შედგა საუბრები. იცით, რომ ძალიან კარგი ურთიერთობაა ორ ქვეყანას შორის და ვვარაუდობთ, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება”,– განაცხადა მინისტრის მოადგილემ.