საველე სივრცეში კარვების გაშლაზე საუბარი არ არის – თამარ გაბუნია

აგვისტო 5, 14:10
0
143

„სამინისტრო მუშაობს ალტერნატიულ გეგმაზე, რისი დეტალები დაზუსტდება. საუბარი არ არის იმაზე, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საველე ჰოსპიტლების და ჯანდაცვის უწყების გეგმებს ეხებოდა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 8000 საწოლი.

ამასთან, გაბუნიას თქმით, საველე ჰოსპიტლების ანალოგი ამ შემთხვევაშიც და წარსულშიც კოვიდსასტუმროებია.

გაბუნია ხაზგასმით ამბობს, რომ

„ჩვენთვის საველე ჰოსპიტლის ანალოგი ამ შემთხვევაში და წარსულშიც იყო კოვიდსასტუმროები. იმიტომ რომ კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს, იმის შესაძლებლობაა, რომ ჩვენ კოვიდსასტუმროების ნომრების იგივე რაოდენობა ჩავრთოთ პროგრამაში, რაც გვქონდა გასული ნოემბერ-დეკემბრის ტალღის პირობებში.

ვფიქრობთ, რომ ეს რესურსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიმდინარე პერიოდში შემთხვევები იმართოს და არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. თუმცა, ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო მუშაობს ალტერნატიულ გეგმაზე, რისი დეტალები დაზუსტდება. საუბარი არ არის იმაზე, რომ სადღაც საველე სივრცეში კარვები გაიშალოს, ნამდვილად არ იქნება ეს ამბავი, არც ალტერნატიული სივრცეების გამოყენებაზე.

რესურსი ჯერჯერობით არის სექტორში საწოლების მობილიზების კუთხით. დაახლოებით 8000 საწოლია რაც ჩვენ შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ეს არის ჩვენი გეგმა ამ ეტაპზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Cesko