სააკაშვილმა კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო თუ მიბედავდა რამეს – მეუფე იაკობი

ივნისი 10, 13:52
0
83

ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „თუ სააკაშვილს ქვეყანაში მობრუნება და პირველკაცობა უნდა, უცხოეთიდან არ უნდა იუხეშოს“.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სააკაშვილი ბელადომანიას უნდა მოეშვას.

სასულიერო პირმა ასევე ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ როცა დააპატიმრეს ვაჟკაცურად მოიქცა.

„მიშა რაღაცას, რომ ამბობს ჩემზე … ქვეყანაში, რომ გინდა პირველკაცობა და მობრუნება, იქიდან რას გვეუხეშები? მაგან კარგად გაიხსენოს პრეზიდენტი, რომ იყო თუ მიბედავდა რამეს. ახლა იქ არის დამალული. ჩამოვიდეს აბა და შემხვდეს. მერე ჩვენი შეხვედრა გადაიღეთ ბოდიშებს მომიხდის თუ არა. ბოლოს და ბოლოს ბელადომანიას უნდა მოეშვათ.

ბიძინა ივანიშვილი ხომ წავიდა, წავიდეს ეგეც თავი დაგვანებოს, ნიკა მელიაც სხვანაირად მოიქცევა. ხალხიც უფრო დაუჭერს მხარს. არჩევნები გაიხსენონ აბა რატომ წააგეს. დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო. თუ უნდათ, რომ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, მოიქცნენ კარგად. ჩემი ქვეყნისთვის მე თავსაც ვდებდი და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა, ესენი კიდევ გარბიან უცხოეთში, მელია ხომ დაიჭირეს? მაშინ ვაჟკაცურად მოიქცა და დარჩა“, – აცხადებს მეუფე იაკობი.