სააკაშვილი პოლიციელებს: რეჟიმი მიდის დასასრულისკენ, ახლა მთავარია, მას არ ჩაყვეთ საფლავში

სექტემბერი 15, 21:47
0
437

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ქართველ სამართალდამცველებს მიმართავს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ყველა პოლიციელს საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია 1 000 ლარამდე გაეზარდოთ.

„მე ვიცი რომ ყოველდღიურად გიხდებათ საქმის ქონა ნარუშილოვკების მქონე კანონის დამრღვევებთან, მე ვიცი რომ უაზროდ გაცდენინებენ დროს როდესაც პატრულის თანამშრომლებს აყენებენ გზაჯვარედინებზე და ავალებენ ძველი გაიშნიკებივით რეგულირებას, ეს არ არის ნამდვილად პატრულის საქმე. ისევე როგორც არ იზრდება ხელფასი, თითოეულ თქვენგანს აქვს საბანკო ვალი და პენსია არ გაზრდილა 2012 წლიდან 350 ლარის დონეზე რაც უკვე არანაირ კრიტიკას არ უძლებს, უნდა იყოს მინიმუმ 1 000 ლარი.

ჩემი აზრით, ყველას გვესმის, რომ ეს რეჟიმი მიდის დასასრულისკენ. ახლა მთავარია, მას არ ჩაყვეთ საფლავში. არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. მე მიმაჩნია, რომ ყველა პოლიციელს ეს საბანკო ვალები უნდა ჩამოეწეროს და პენსია გაიზარდოს 1000 ლარამდე. ეს არ არის პოპულიზმი, გამიკეთებია და ვიცი რაზეც ვსაუბრობ“, – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, პოლიციელი რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ აქვს ცდუნება კორუფციისკენ.

Cesko