რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სექტემბერი 13, 11:05
0
192

ციმბირში, ირკუტსკის ოლქში, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 4 ადამიანი, მათ შორის, 1 პილოტი, ემსხვერპლა, 4 მგზავრი კი მძიმე მდგომარეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, L-410 ტიპის თვითმფრინავის ბორტზე 14 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ირკუტსკიდან კაზაჩინსკოეს დასახლებაში მიფრინავდა. ინციდენტი ტყეში ავარიული დაშვებისას მოხდა.
12 გადარჩენილი მგზავრი ირკუტსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ნისლიან პირობებში პილოტის შეცდომა და სანავიგაციო სისტემის გაუმართაობა გახდა.
L-410 ტიპის ორმაგი ძრავა ჩეხოსლოვაკიური ფირმა Let Kunovice-ის (ამჟამად Aircraft Industries-ის) მიერ დაპროექტდა და რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, 2018 წლიდან იწარმოება. თვითმფრინავს 1,500 კმ მანძილზე 19-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
2021 წლის დასაწყისიდან რუსეთში 10 ავაიკატასტროფა დაფიქსირდა.

https://www.rferl.org/a/siberia-plane-crash/31456700.html

Cesko