რომელ ქვეყნებში აპირებენ წელს მოგზაურობას ევროპელები – სპეციალური კვლევა

მაისი 18, 23:42
0
104

ევროპის სამოგზაურო კომისიამ (European Travel Commission), რომელიც 30-მდე ევროპულ ქვეყანაშია წარმოდგენილი, სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ევროპელების 56% ამ ზაფხულს მოგზაურობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 49% აცხადებს, რომ გამგზავრებას სხვა ქვეყანაში გეგმავს, ხოლო 36% – ზაფხულს საკუთარ ქვეყანაში გაატარებს. ამასთან, გამოკითხული პირების 46% აცხადებს, რომ მოგზაურობას ივლისი-აგვისტოს თვეებში აპირებს, ხოლო 29% – მაისიდან ივნისამდე პერიოდში.

ევროპის სამოგზაურო კომისიამ იმ ქვეყნების ჩამონათვალი დაასახელა, სადაც ევროპელები წელს ყველაზე მეტად სურთ მოგზაურობა:

• ესპანეთი
• იტალია
• საფრანგეთი
• საბერძნეთი
• გერმანია
• პორტუგალია

ევროპის სამოგზაურო კომისიის განცხადებით, გამოკითხულთა 66% აცხადებს, რომ ისინი მოგზაურობას გართობის მიზნით გეგმავენ, 19% – ნათესავების სანახავად, ხოლო 34% – დასვენების მიზნით.