როგორია ზუგდიდში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით მოთავსებული ახალგაზრდების მდგომარეობა

ივნისი 4, 10:43
0
49

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ახალგაზრდებიდან ორი კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რეფერალური ჰოპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, რვა პაციენტიდან ოთხი ბინაზე გაეწერა.

“ოთხი გაწერილია ბინაზე, ოთხი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული ოთხი პირიდან ორის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, ხოლო ორი მართვით სუნთქვაზეა”,- განაცხადა სულხან ორჟონიამ.

რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით რვა ახალგაზრდა გუშინ მოათავსეს.