როგორც ჩანს, მიზნისთვის მიუღწევიათ და არჩევნებში 48%-ს იღებენ – ყოჩაღ და ვულოცავ! – იაგო ხვიჩია „ქართული ოცნების“ კვლევაზე

სექტემბერი 10, 13:59
0
110

“ქართულ ოცნებას” ამ დიად გამარჯვებას ვულოცავ – როგორც ჩანს, მიზნისთვის მიუღწევიათ და არჩევნებში 48%-ს იღებენ – ყოჩაღ და ვულოცავ! – ასე ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” წარმომადგენელი იაგო ხვიჩია.

“ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენი შედეგი გამოვასწოროთ და პროცენტი გავზარდოთ. გუშინ Edison Research-ის კვლევის შედეგები დაიდო. შეიძლება არც ეს არის სანდო. წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ცდება და ბევრი პრობლემა შეიძლება ამ კვლევის დროსაც იყოს, მაგრამ რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გავაკეთო “ქართული ოცნების” კვლევაზე, რომელიც გასული წლის არჩევნების შედეგებს იმეორებს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, თბილისში მერობის კანდიდატებს შორის არჩევნების მეორე ტური იქნება. რაც შეეხება სხვა დიდ ქალაქებს, ხვიჩიას აზრით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ორი სერიოზული კანდიდატის გარდა, ვინ იქნება მესამე და მეოთხე კანდიდატი და რა რაოდენობის ხმებს აიღებენ ისინი.

“თბილისში ასეთი კატალიზატორი არის გიორგი გახარია”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

Cesko