როდესაც ჯარში მოწინავე პოზიციაზე მებრძოლი იჭრება, ეს პლიუსად ეთვლება – ცერცვაძე ტიკარაძეზე

ივნისი 2, 17:24
0
88

როდესაც ჯარში მოწინავე პოზიციაზე მებრძოლი იჭრება, ეს პლიუსად ეთვლება – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განცხადა.

“ეს სადღაც კარგია, ვინაიდან ეს მიუთითებს მინისტრის[ეკატერინე ტიკარაძე] სერიოზულ აქტიურობას. ის, ვინც ჯარში იბრძვის მოწინავე პოზიციებზე, მათ შორის ხელმძღვანელები, ოფიცრები, გენერლები. და თუ ის დაიჭრა ომში, მას ეს ეთვლება პლიუსად და არა მინუსად. როცა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი ექიმები ავადდებიან მათთვის ეს პლიუსია და არა მინუსი. ქალბატონ ეკას მეორე დოზაც, რომ გაეკეთებინა, შესაძლოა არ დამართნოდა”,- განაცხადა ცერცვაძემ.