რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

ივნისი 6, 21:22
0
248

84 წლის ასაკში მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა.

ის ავტორია 35-ზე მეტი ფილმის, რომელთა შორისაა: არაჩვეულებრივი გამოფენა (ქართული ფილმი 1968), სერენადა (ქართული ფილმი 1968), არ დაიდარდო (მოსფილმი 1969), ქვევრი (ქართული ფილმი 1970), ფეოლა (ქართული ფილმი 1970), შერეკილები (ქართული ფილმი 1973), მიმინო (მოსფილმი 1977), ქინძაძა (მოსფილმი 1987) და სხვა.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის 13-ში მდებარეობს. გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიცაა: საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, ასევე პრემიები – “ნიკა”, “ტრიუმფი”, “ოქროს ნიღაბი”, “ოქროს სოფიტი”, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვა.