რატომ უნდა ვურტყათ გახარიას და რატომ უნდა ჩავკეტოთ ქოცებში – თამარ ჩერგოლეიშვილი

ივნისი 7, 15:20
0
198

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი 43 პროცენტიან პრინციპს ვადამდელზე დათანხმდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გახარია პარტიას ქმნის.

ანუ ის, რომ ვადამდელის მაღალი შანსია, ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი იყო, როდესაც 43 პროცენტს დათანხმდა.

გახარიას მონაწილეობა ძალიან ზრდის ვადამდელის შანსებს – ფაქტობრივად გარდაუვალს ხდის.

მაგრამ ამოცანა ხომ ამ ვადამდელში გამარჯვებაა და არა თავად ვადამდელი?

ყველაზე ავტორიტარულ მმართველებსაც კი, სამართავად სჭირდებათ ლეგიტიმაცია.

ლეგიტიმაცია სჭირდება ივანიშვილსაც.

ღარიბაშვილის მთავრობა ლეგიტიმური არ არის.

ვერ მართავს და როდემდე გაძლებს არავინ იცის.

ამდენად, ვადამდელი ივანიშვილსაც სჭირდება.

ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თავად გაიმარჯვებს.

ერთ ნაბიჯზე რომ გიხარიათ ვადამდელის პერსპექტივა, იმ ვადამდელში, გახარიას და კობახიძეს ერთად არ უნდა მოვუგოთ?

თუ იმედი აქვს ვინმეს რომ გახარია ბოკერიას, სააკაშვილს და ხაზარაძეს შეუკრავს კოალიციას?

ორი ნაბიჯი გაიაზრეთ.

სამიც კი არაა საჭირო.

და მერე უკეთ მიხვდებით, რატომ უნდა ვურტყათ გახარიას და რატომ უნდა ჩავკეტოთ ქოცებში.”