რატომ ებრძვიან მღვდლებს? ხომ არ გგონიათ მართლა ის ადარდებთ, მსუქანი ვიქნები თუ გამხდარი, ჯიპი მეყოლება თუ ჯორცხენა?! – მამა ლევანი

ივლისი 20, 22:05
0
1678

კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ლევანი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

„რატომ ებძვიან მღვდლებს?

ხომ არ გგონიათ მართლა ის ადარდებთ, მე მსუქანი ვიქნები თუ გამხდარი, ჯიპი მეყოლება თუ ჯორცხენა და მარხვაში მწვადს ვჭამ თუ მწვანილს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვამბობთ არ შეიძლება კაცის-კაცზე და ქალის-ქალზე ქორწინება, არ შეიძლება ჯვრის წერის გარეშე ურთიერთობა, არ შეიძლება ქურდობა, აზარტული თამაშები, ნარკომანია, მევახშეობა, ლოთობა, ძალადობა და ა.შ. ნახეთ ამ ცოდვების ქვეშ რამდენ ადამიანთა ჯგუფია, რამდენი კიდე ხელს ითბობს ამ ყველაფრით. მათი სულები ეშმაკის ლუკმა უნდა გახდეს, ჩვენ კი ეშმაკისთვის პირიდან ამ ლუკმის გამოგლეჯვას ვცდილობთ, ამიტომ გვიმხედრებს. გამოსავალი ან ცოდვილთა გამოსწორება ან ჩვენი გაჩუმებაა. გამოსწორება არ უნდათ, მოსწონთ ცოდვებში ყოფნა. ამიტომ ყველა გზას მიმართავენ რომ აღარ ვილაპარაკოთ. ხან ცუდ ხმებს გვივრცელებენ, შემდეგ რომ ძალა აღარ ჰქონდეს ჩვენს ნათქვამს. ხან რა ფობიას დაგვაბრალებენ, ხან რუსეთის მომხრეობას და ა.შ. (მართლმადიდებლობა უგანდაშიც ამას ქადაგებს და იქ რომ რუსეთი არ ესაზღვრება ვისი ხარო რას აბრალებენ საინტერესოა.) მონანულ ცოდვილებს ვეფერებით, მედღესასწაულე ცოდვილების მიმართ კი ყოველთვის მკაცრი იქნება ჩვენი ქმედება. ჩვენ რომ მარტო წირვები ვატაროთ და არ ვიქადაგოთ ესენი ჩვენ ხმის გამცემები არ იქნებიან. მაგრამ უნდათ გაგვაჩუმონ. გაჩუმება, თავის ქნევა და ვითომ ღრმა სულიერების გამოხატვა, რა ქნას შეუყვარდა ბექას გიორგი ღალატია ღვთისა და ერისა. ესეთი სასულიერო პირობა რომ მდომნიყო ჩემ ახალგაზრდობას მართლმადიდებელობას კი არ მივუძღვნიდი, წავიდოდი “მეუფე” რუსოსთან და ამდენ ხანში მინიმუმ ქორეპოსკოპოსი უნდა ვიყვე“.