რატომ აღმოჩნდნენ ერთდროულად გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ სასტუმროში? დამთხვევები ისევ ბევრია, პასუხები კვლავ ბუნდოვანი – გია აბაშიძე

ივნისი 23, 21:19
0
116

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერი გახარია და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში ერთდროულად იმყოფებოდნენ.

„ინტერნეტში წამიერი ძიებისას აღმოაჩენ, რომ ვაშინგტონში სამასამდე ძვირად ღირებული სასტუმროა, ორმოცდაათამდე 5*-იანი. თუ კიდევ უფრო ჩაეძიები, ცხადია, მეტს აღმოაჩენ. რატომ მოხდა ისე, რომ სასტუმრო Mayflower-ში ერთდროულად აღმოჩნდნენ ჯერ გიორგი გახარია და მისი თანმხლებნი და შემდეგ სააკაშვილი & Co? თუ არ ვცდები, „ლელოს“ დელეგაციაც იმავე სასტუმროშია. არსებული პრაქტიკით, სასტუმროს შერჩევა-დაჯავშნას ახდენს მომწვევი მხარე ანუ თუ ეს ვიზიტ(ებ)ი სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგეგმა ანდა თბილისში ამერიკის საელჩომ. დავიჯერო ოფიციალურ ვაშინგტონშს სურდა, რომ მათი ოპონენტები ერთმანეთს შეხვედროდნენ და ერთ სასტუმროში განათავსა? ნაკლებად სავარაუდოა. და საერთოდ, მათ მიიწვიეს რომ?.. მაშინ რატომ ასეთი უცნაური დამთხვევა? „პროვოკაცია“ არისო – აცხადებენ სააკაშვილისა და გახარიას ფლანგების ცალკეული აქტივისტები. პროვოკაცია ვისი მხრიდანაა? შეკითხვები, დამთხვევები ისევ ბევრია, პასუხები კვლავ ბუნდოვანი. ველით „სერიალის“ შემდეგ ეპიზოდებს”, – აცხადებს გია აბაშიძე.