რატომ აცვიათ ქალებს შავი სამოსი პაპთან შეხვედრისას

ივნისი 19, 18:55
0
457

საქართველოს პრეზიდენტის რომის პაპთან ვიზიტისას, მისმა სამოსის ფერმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. სალომე ზურაბიშვილი და დელეგაციაში მყოფი სხვა ქალები შეხვედრისას შავ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. რატომ შავი ფერი და როგორია ვატიკანის დრესკოდი catholic.ge-ის სტატიიდან შეიტყობთ.
ვატიკანში არსებობს პროტოკოლი, სადაც გაწერილია, როგორ უნდა იყოს დრესკოდი პაპთან შეხვედრისას. იგი ეხება, როგორც პოლიტიკოსებსა და შოუბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე უბრალოდ მორწმუნეებს.

პროტოკოლი მნიშვნელობას ანიჭებს ტანისამოსის ფერს და კრძალავს ექსტრავაგანტული ფერის სამოსს. ასევე აკრძალულია იასამნისფერი, წითელი და თეთრი ტანისამოსი, თუმცა ეს უკანასკნელი გამონაკლისის სახით დაშვებულია (იხ. ქვემოთ).

პაპთან ოფიციალური ვიზიტისას მიზანშეწონილია ე.წ. Total Black ანუ შავი ტანისამოსი:

– კაცებისთვის შავი პიჯაკი, კლასიკური შავი ჰალსტუხი;

– ქალებისთვის შავი კაბა, მოკრძალებული რაოდენობით სამკაული. სასურველია, მხოლოდ ყელსაბამი. პროტოკოლი არ ითვალისწინებს, თუმცა სასურველია შეხვედრისას ქალი ატარებდეს შავ თავსაბურავს. ვარცხნილობა მოკრძალებული, გრძელი თმების მქონე ქალებისთვის აუცილებელია აწეული თმა.

ნაკლებად ოფიციალური შეხვედრების დროს, გათვალისწინებულია იგივე წესები, რაც ეკლესიაში:

– ქალებისთვის მუხლსქვემოთ კაბა ან გრძელი შარვალი. იკრძალება ღრმა დეკოლტე; შავი, ანდა მუქი ფერის ფესხაცმელი და წინდა, მცირე ზომის მოკრძალებული ხელჩანთა, ფრხჩხილებზე ნატულარული ფერის ან გამჭვირვალე ლაქი.

– მამაკაცებისთვის გრძელი შარვალი, პერანგი ან მხრებდაფარული მაისური.

ვის შეუძლია პრივილეგიით სარგებლობა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას?

მსოფლიოში სულ 7 ქალია, რომლებსაც შეუძლიათ პაპთან ოფოციალური ვიზიტის დროს თეთრი კაბით მისვლა. ესენი არიან:

– დედოფალი სოფია – ესპანეთის მეფის, ხუან-კარლოს პირველის მეუღლე.

– ნეაპოლის პრინცესა მარინა – ვიქტორ ემანუელ საბაუდის მეუღლე.

– მონაკოს პრინცესა შარლენ ვიტსტოკი – მონაკოს პრინცის, ალბერტ მეორის მეუღლე.

– ესპანეთის დედოფალი ლეტიცია (ლეტიცია ორტიზ როკასოლანო) – ესპანეთის მეფის, ფილიპ მეექვსე ბურბონას მეუღლე.

– ბელგიის დედოფალი მატილდე (მატილდე დ უდეკემ დ აკოზ) – ბელიგიის მეშვიდე დედოფალი 2013 წლის 21 ივლისიდან. ბელიგიის მეფის, ფილიპის მეუღლე.

– ბელგიის დედოფალი პაულა (პაულა რუფო დი კალაბრია) – ბელგიის მეექვსე დედოფალი 1993 წლიდან 2013 წლამდე. ბელგიის მეფის, ალბერტ მეორის მეუღლე.

– ლუქსემბურგის პრინცესა მარია ტერეზა მესტერი.

წყარო: catholic.ge

Cesko