რატი იონათამიშვილი: თვითმმართველობის არჩევნები გახარიას ახალი პარტიისთვის პირველი და უკანასკნელი იქნება

ივნისი 6, 12:53
0
62

ვფიქრობ, რომ ვინც ასე არდამაჯერებლად ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას, ის სინამდვილეში წარმოადგენს სხვა პარტიების პროექტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები გახარიას პარტიისთვის პირველი და უკანასკნელი იქნება.

„გიორგი გახარიამ პოლიტიკური კარიერა დაამთავრა მაშინ როცა გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ფაქტია, რომ მის მიერ დასახელებული მიზეზები ძალიან უხერხული და უარგუმენტო იყო და მე ვფიქრობ, რომ ვინც ასე არდამაჯერებლად ცდილობს პოლიტიკაში შემოსვლას, ის სინამდვილეში წარმოადგენს სხვა პარტიების პროექტს. აქედან გამომდინარე თვითმმართველობის არჩევნები მისი ახალი პარტიისთვის იქნება პირველი და უკანასკნელი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.