რამდენიმე ჟურნალისტი გამოკითხვაზე არ მოვიდა, ვთხოვდი მათ, რომ ჩვენებები მოგვცენ – ვახტანგ გომელაური

ივლისი 22, 22:29
0
177

“რამდენიმე ჟურნალისტი გამოკითხვაზე არ მოვიდა, ვთხოვდი მათ, რომ ჩვენებები მოგვცენ”,– განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა “ღამის კურიერის” ეთერში.

“პირველად 1 ადამიანი იყო დაკავებული, დღეს უკვე 27-ია დაკავებული. ხვალ რამდენი იქნება დაკავებული, ვერ გეტყვით. ვმუშაობთ ამაზე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ იყო ადამიანი, რომელიც 4 ეპიზოდში მონაწილეობდა. თუმცა, იმას არ ვიძახი, რომ თემა ამოვწურეთ. ჩვენ ვმუშაობთ.

რამდენიმე ჟურნალისტი არ მობრძანდა გამოკითხვაზე, რომ ინფორმაცია მოეწოდებინა. თქვენი ეთერიდან ვთხოვდი, რომ იქნებ მობრძანდნენ და მოგვცენ ჩვენებები. თუ აქვთ რამე ახალი თემები, იქნებ მოგვაწოდონ”, – თქვა გომელაურმა.