„რაც გინდათ, ის მიქენით, არ შემოვუშვებდით ეგეთ ბავშვს სახლში“ – მეუფე ნიკოლოზი

ივნისი 11, 13:34
0
277

„მე პირადად, რაც გინდათ, ის მიქენით, არ შემოვუშვებდით ეგეთ ბავშვს სახლში“, – ასეთი კომენტარი გააკეთა მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარზე, რომელმაც პანსიონის მძიმე სიტუაციაზე ღიად ისაუბრა და მას მეუფე სპირიდონმა საცხოვრებელში დაბრუნების უფლება აღარ მისცა.

“მე პირადად, რაც გინდათ, ის მიქენით, არ შემოვუშვებდით ეგეთ ბავშვს სახლში. იმიტომ კი არა, რომ სამაგიერო გადამეხადა, იმიტომ, რომ უარესი დანაშაული არ ჩაედიან, რომ თორემ, პატარა ბავშვზე შურს არ ვიძიებდი, რა თქმა უნდა”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.