,,ქოცებო, კი გიხარიათ, ჟურნალისტები მიჩმორდნენო, არაფერი გამოუვიდათო, ოღონდ, აბა კარგად დაუკვირდით…” – ნინო ჯანგირაშვილი

ივლისი 20, 00:30
0
1780

ტვ ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ხვალ კალაძის მერობის კანდიდატად პრეზენტაცია ყოფილა 20 სთ–ზე, მთაწმინდის პარკში. ოღონდ გასაიდუმლოებული. ერთმა უტვინო ქოცმა გააბაზრა მოსაწვევი, სიხარული ვერ დამალა, მიმიწვიესო. ოღონდ სასწრაფოდ მოაშთეს. ქოცებო, კი გიხარიათ, ჟურნალისტები მიჩმორდნენო, არაფერი გამოუვიდათო, ოღონდ, აბა კარგად დაუკვირდით, ვინ მიჩმორდა სინამდვილეში. ვინ დაიპარება თითის წვერებზე, ჩუმად–ჩუმად, სირბილ–სირბილით, ღრუბელ–ღრუბელ, კედელ–კედელ. ვის ეშინიაო საკუთარი ჩრდილისო, ვისო?”