„ქართველს უთხრეს, შენ ბნელი და ჩამორჩენილი ხარ, პრორუსი და პუტინისტი, ისევ გწამს ღმერთი და შუა საუკუნეებში გაეჩხირეო!“ – დემურ გიორხელიძე

ივლისი 20, 22:42
0
1396

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ევროპისკენ მიქცეული მზერა და პრიორიტეტული ურთიერთობის ნება ქართველი ხალხის ბუნებრივი სურვილი იყო, – არც შეიძლება არ ყოფილიყო!
ჩანდა დალაგებული აწყობილი ქვეყნები, ამ ქვეყნების შესახებ ძალიან კარგი წარმოდგენა ჩამოუყალიბდა ქართველს მისი დიდი ინტელექტუალების შეხედულებების საფუძველზე.
მანახეთ ერთი გონიერი ქართველი, რომელიც უარს ამბობს:
(ა) ინსტიტუციონალურად გამართულ და სამართალდაქვემდებარებულ სახელმწიფოზე
(ასეთი იყო ევროპა, რომელიც ქართველმა იცოდა!),
(ბ) განათლებასა და მეცნიერებაზე, რამაც ევროპული ცივილიზაცია ბოლო 400 წლის განმავლობაში დომინირებული გახადა,
(გ) შეთანხმებულ საზოგადოებაზე, სადაც ადამიანთა შორის უმთავრეს მარეგულირებელს ნორმები წარმოადგენს (ასეთი იყო ევროპა, რომელიც ქართველმა იცოდა) და ა.შ.
არა, უთხრეს ქართველს!
ქართველი ნაძირალების მეშვეობით, რომლებიც უხვად დააფინანსეს ასევე გადაგვარებულმა ჯგუფებმა ევროპიდან და უფრო შორიდან, – ქართველს უთხრეს, შენ ბნელი და ჩამორჩენილი ხარ, პრორუსი და პუტინისტი, ისევ გწამს ღმერთი და შუა საუკუნეებში გაეჩხირეო!
შენ რომ ევროპა იცი, ეს არაა ევროპა, – ევროპა ეს ლგბტ, დეგრადაცია, კულტურის უარყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა, ზნეობის და მორალის იგნორირება და მოშლააო! არა!
ისევე როგორც საქართველოში, ამ მცირერიცხოვან ჯგუფებს ევროპაშიც დროებით ჩაგდებული აქვთ ხელში (ჩაუგდეს მიზანმიმარტულად გარედან!) ხელისუფლება და მედია საშუალებები!
ევროპა უპირატესად კონსერვატულია და სულაც არ მოსწონს ეს იდეოლოგია და ეს  ნეოტროცკიზმი! მაგრამ ჯერ ტერორიზირებული არიან, ისევე როგორც ქართველთა უმრავლესობა!
ქართველები არა ევროპული ორიენტაციის წინააღმდეგნი არიან, არამედ ეწინააღდეგებიან გადაგვარებულ, წაბილწულ და მოძალადე უცხოელებსა და ქართველებს, – უჩათლახეს ხალხს, რომლებიც მზად არიან ყველაფერი გათელონ საკუთარი მიზნების მისაღწევად!
თუ აძლევ მოძალადეს ნებას, – იგი თავისას მიაღწევს.
სულ ესაა ამჯერად!
არავინ მეგულება დასავლეთის ისეთი დაუძინებელი მტერი, როგორც ქართველი ”დასავლეთზე ორიენტირებული” წინწახტუნებული ჯამაათია და მათი დამფინანსებელი ე.წ. ”ევროპელი ნეო-ლიბერალები“.