„ქართული ოცნების“ მიერ რუსთავში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 49,7%-ით ლიდერობს

სექტემბერი 13, 12:17
0
51

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 49,7%-ით ლიდერობს.

კითხვაზე – „ხვალ რომ რუსთავის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 49,7%;

„ნაციონალური მოძრაობა“ 33,6%;

„პატრიოტთა ალიანსი“ 3,5%;

„საქართველოსთვის“ 3,3%;

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2,7%;

„ლელო“ 1,8%;

„ლეიბორისტული პარტია“ 1,2%;

სხვა პარტიები (-1%) 4,2%.

კვლევის ფარგლებში, 1 405 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი 3%-ია.

Cesko