„ქართული ოცნება“ ერთის მხრივ სიტუაციის გართულების პრევენციას ახდენს, ამვდროულად პირდაპირ ეუბნება საზოგადოებას, რაზე წამსვლელები არიან რადიკალური ჯგუფები – ლევან ნიკოლეიშვილი

სექტემბერი 15, 20:37
0
46

„დიახ, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ თუ რა შესაძლო სცენარის განვითარება სურთ რადიკალებსა და მათ ე.წ. მედია საშუალებებს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად კობახიძემ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არიან ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

„აბსოლუტურად მართებულია, „ქართული ოცნების“ პოზიცია: ერთი მხრივ, სიტუაციის გართულების პრევენციას ახდენს, თან ამავდროულად პირდაპირ და დაუფარავად ეუბნება საზოგადოებას თუ რაზე წამსვლელები არიან რადიკალური ჯგუფები – მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია და მორწმუნეების შეშინების მცდელობა, „ლექსო ლაშქარავას -2“ შექმნა ანუ სიტუაციის იმგვარად გართულება, რომ ნებისმიერ ფასად ადამიანები ქუჩაში გამოიყვანონ, რათა სიტუაცია უმართავი გახდეს. დიახ, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, თუ რა შესაძლო სცენარის განვითარება სურთ რადიკალებსა და მათ ე.წ. მედია საშუალებებს“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

Cesko