”ქალებმა დაგღუპეს შენა, გოგი, ქალებმა! გუშინაც უნახავთ ქუჩაში, თავის თავს ელაპარაკებოდა”

სექტემბერი 13, 21:14
0
469

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკოს გოგი წულაიას ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„გოგიას ისევ აუჩუჩუნდა, ფინთად არი!

ძალიან კატაკლიზმური ცხოვრება აქ ქუთაისელ გოგიას, ძირითადად გარდამავალ პერიოდებში უჩუჩუნდება – გაზაფხულზე, შემოდგომაზე, წლების გასაყარზე.

დიახ, ამ დროს აწვება ხოლმე გულზე ქალისა და სამშობლოს სიყვარული… იგრე აწვება, გიჟათ არი, ხშირად ქალი და ქვეყანა ერთმანეთში ერევა.

როგორც მისი მეზობლები ამბობენ, ციხიდან ახლად გამოსული გოგია მანამდელ გოგიაზე უკეთესი იყო და ეხლანდელსაც გაცილებითა სჯობდა, მაგრამ ბოლო დროს ისევ ისეთად გადაიქცა, ციხეში ჩაჯდომამდე რო იყო – თავი არ აქვს და მაინც სუ ქალი უნდა.

გუშინაც უნახავთ ქუჩაში, თავის თავს ელაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილის შესახებო, გაგანია თათბირი ჰქონდა საკუთარ თავთანო, თან ეჩხუბებოდაო, რამოდენიმეჯერ პანჩურიც ამოირტყაო.

ქალებმა დაგღუპეს შენა, გოგი, ქალებმა!“

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მდგომარე და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

Cesko