ქაბულში პრეზიდენტის სასახლეს რაკეტები დაუშინეს

ივლისი 20, 12:30
0
132

ქაბულში, ყურბან-ბაირამისადმი მიძღვნილი ლოცვის დროს, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად სამი რაკეტა დაეცა. ინფორმაციას ავღანური ტელეარხი Tolo News-ი ავრცელებს.
ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.
ცნობილია, რომ ქვეყანაში სამთავრობო ძალებსა და “მოძრაობა თალიბანის” მეომრებს შორის დაპირისპირება ხდება, რომლებმაც სოფლების მნიშველოვანი ტერიტორია დაიკავეს და ახლა დიდი ქალაქბს უტევენ. არასტაბილური გარემო რესპუბლიკიდან საერთაშორისო ჯარების გაყვანის ფონზე იზრდება.
ბოლო თვეების განმავლობაში ათიათასობით ავღანელი თალიბანის მმართველობის ქვეშ მოექცა. ისლამისტურმა გაერთიანებამ ბევრი რეპრესიული კანონი აღადგინა, რომლიც 1996-2001 წლებში მათი მმართველობის დროს მოქმედებდა.
ბარბაროსული კანონები უმთავრესად ქალებზე ვრცელდება, რომელთაც გარეთ მარტო გასვლა, გოგონებს კი სკოლაში სიარული ეკრძალებათ. ხოლო გაუთხოვარ ქალებს მეომრებზე იძულებით აქორწინებენ.