პროტესტის ნიშნად “მთავარმა არხმა” საერთაშორისო კონფერენციაზე ღარიბაშვილის გამოსვლა არ აჩვენა

ივლისი 19, 16:16
0
62

“მთავარმა არხმა” ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს შეწყვიტა. ასე გამოხატა პროტესტი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც პასუხისმგებლობას პრემიერ ღარიბაშვილს აკისრებენ.

“აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა”, – ეს წარწერა გაჩნდა “მთავარი არხის” ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დროს.

ჩაბნელებული ეკრანი მაყურებელმა ამ წარწერით რამდენიმე წამის განმავლობაში ნახა, შემდეგ კი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თქვა:

“ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მთავარი არხი შარლ მიშელის, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების გამოსვლის დროს დაუბრუნდება”.