პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

ივნისი 2, 14:07
0
97

საქართველოს პრეზიდენტმა, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან 4 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 4 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.