პორნოგრაფიული პოსტის გამოქვეყნებისთვის მამა იოსებ ღლონტს მღვდელმსახურება შეუჩერდა

ივლისი 21, 18:10
0
2594

შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებს (ღლონტი) მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა რამდენიმე თვით მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სასულიერო პირის მხრიდან სოციალურ ქსელში პორნოგრაფიული ფოტომონტაჟის გავრცელება გახდა.

ფოტომონტაჟი ჟურნალისტებს, მათ შორის, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს, ეხებოდა.

“მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო. რამდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება,” – აღნიშნა მეუფე იოსებმა.

შეგახსენებთ, რომ უხამსი პოსტის შემდეგ მამა იოსებ ღლონტმა ტვ პირველს ბოდიში მოუხადა, მისი მტკიცებით გაიზარება არ უნდოდა და ღილაკზე შემთხვევით დაეჭირა და რადგან სოციალური ქსელის გამოყენებას ახლა სწავლობს.