პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაცმოძრაობის” სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო – გია ვოლსკი

ივლისი 21, 16:45
0
44

პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო – არ შეიძლება „ნაცმოძრაობის” კანდიდატს დაუდგნენ მაშინ, როცა იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი,- ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, რამდენად შეძლებს ოპოზიცია საერთო კანდიდატის წარმოდგენას და რამდენად გაუწევს ოპოზიციის კანდიდატი კონკურენციას კახა კალაძეს.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც დესტრუქციის გზას აირჩევს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კონკურენციის გზით წავა ოპოზიცია, მითუმეტეს, ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სჭირდება მმართველობით სისტემას, ოპოზიციას არ გააჩნია. ასე რომ, მე ვფიქრობ, კვლავ დესტრუქცია და დეზინფორმაციის გავრცელება იქნება მათი მთავარი იარაღი. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ იმუშაოს ინტენსიურად სწორი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე, თუმცა ამის დიდ სურვილს ვერ ვხედავ.

რესურსი ყოველთვის მოიძებნება, როცა დესტრუქციაზე, აგრესიაზე და დაპირისპირებაზეა საუბარი, ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის მელიას. პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ ასეთი სადისტური მმართველობის გამეორება და ამ თემის ჩხრდილში მოქცევა შეუძლებელი იქნება, საზოგადოებას ეს ახსოვს, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო და ეს ეხება კონკრეტულ ადამიანებს, არ შეიძლება „ნაცმოძრაობის” კანდიდატს დაუდგე მაშინ, როცა ზუსტად იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.