პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი ოპოზიციური სპექტრი სიცრუის ტირაჟირებას აგრძელებს – თორნიკე რიჟვაძე

სექტემბერი 15, 14:49
0
45

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს ჯეროვნად აფასებს და მოქალაქეებზე ამ გზებით მანიპულირება დაუშვებელია.

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად შეაფასა ვინ ებრძოდა და ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ვინ აკეთებდა სიბინძურეებს წლების განმავლობაში.

ეს არის გაგრძელება იმ სიბინძურის, რომელსაც აკეთებდნენ რიგი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებით, ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად აფასებს და არავის არ მისცემს საშუალებას, რომ ამ ტიპის სიბინძურით მოახდინონ მანიპულირება მოქალაქეებზე.

ამავე დროს, ეს კონტექსტიც გასათვალისწინებელია. იცით, რომ მოახლოებულია არჩევნები და როცა პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილია მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი, არა აქვთ არანაირი გეგმა და არც ხალხის მინიმალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა აგრძელებენ ტირაჟირებას იმ სიცრუის და სიბინძურის, რომელიც არის მათი ხელწერა“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

Cesko