„პირველი არხის“ ოპე­რა­ტო­რი ილია თვა­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 5 ივ­ლისს აქ­ცი­ა­ზე თავს და­ესხნენ, კვლავ კლი­ნი­კა­შია

ივლისი 20, 00:09
0
383

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ოპე­რა­ტო­რი ილია თვა­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 5 ივ­ლისს აქ­ცი­ა­ზე თავს და­ესხნენ, კვლავ კლი­ნი­კა­შია. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

რო­გორც თვა­ლი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, გვან­ცა ქარ­თვე­ლიშ­ვილი ამბობს, ილიას თა­ვის ტკი­ვი­ლი და თავ­ბრუს­ხვე­ვა აწუ­ხებ­და, დღეს კლი­ნი­კა­ში გეგ­მუ­რი შე­მოწ­მე­ბა უწევ­და, სა­დაც ჩათ­ვა­ლეს სა­ჭი­როდ, რომ თვა­ლი­აშ­ვი­ლი ნევ­რო­პა­თო­ლოგს ენა­ხა.

რო­გორც ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მის მე­უღ­ლეს კვლე­ვებს ჩა­უ­ტა­რე­ბენ, შე­დე­გე­ბი კი, ხვალ, დღის მე­ო­რე­ნა­ხე­ვარ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ილია თვა­ლი­აშ­ვი­ლი „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი­დან“ 8 ივ­ლისს გა­წე­რეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ოპე­რა­ტორს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა” ქვე­პუნ­ქტით და 225-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.