პირებს, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა, ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ

სექტემბერი 13, 14:51
0
176

პი­რებს, რომ­ლებ­საც ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ კო­ვიდ 19, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა თუ სხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­სას­წრე­ბად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცნო­ბა, ან ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აღარ დას­ჭირ­დე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ მი­ი­ღო.

“არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე (მაგ: რო­გო­რი­ცაა კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი და ა.შ) და­სას­წრე­ბად, მო­ქა­ლა­ქე ვალ­დე­ბუ­ლია, წა­რად­გი­ნოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცნო­ბა, ან 72-სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR-ტეს­ტის ან 24-სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ან­ტი­გენ-ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი. საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნულ კა­ტე­გო­რი­ას ემა­ტე­ბი­ან ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ კო­ვიდ-19. აღ­ნიშ­ნუ­ლი 6 თვე აით­ვლე­ბა კო­ვი­დის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბი­დან 14 დღის შემ­დეგ“, – გა­ნა­ცხა­და უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­როს­მა, გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

Cesko