პირბადის ტარება ღია სივრცეში შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს

ივლისი 20, 14:13
0
132

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე ღია სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულოობის შესახებ რეკომენდაციები ისევ გაიცა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მოშვებულია მოსახლეობა. პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს. დღეს გვქონდა საუბარი, რომ იგივე ღია სივრცეებშიც დაწესდეს რეკომენდაცია. ამას დაამუშავებს შტაბი და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში, პირბადის გამოყენებასთან მიმართებით იმ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

როგორც მან განმარტა, გარდა ამისა, NCDC-მ საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციის გააქტიურების შესახებ საკუთარი მოსაზრება წარადგინა.