Pfizer- ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება, საიტი გაიმართა და შეფერხებები აღარ იქნება – თამარ გაბუნია

ივლისი 20, 14:58
0
85

ჯანდაცვის მინისრტის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინაციის რეგისტარაციისთვის საიტი ტექნიკურად გაიმართა და Pfizer- ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება.

“Pfizer- ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება და განახლდება დიდი დოზებით. ჩვენ რამდენიმე დღეში უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ დაზუსტებით გვეცოდინება, როდის იქნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა, რომ თავიდან არ შექიმნას შეზღუდული რეგისტრაციის შესაძლებლობა. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ზუსტად გითხრათ როდის გაიხსნება. ვაქცინის მოწოდება გრძელდება და ჩვენ ველოდებით დიდი რაოდენობით მოწოდებას მოკლე ხანში.

საიტი გაიმართა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმის, რომ საიტი სრულად იქნება გამართული და აღარ იქნება იქნება შეფერხებები აქვს მაღალი,”- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა შემდგომში “ფაიზერით” ვაქცინაციაზე  სატელეფონო რეგისტრაციაც დაემატება:

“დღეს სატელეფონო რეგისტრაცია “სინოვაკზე” და “სინოფარმზე” არის დამატებული, “ფაიზერზე“არა, რადგან დოზები იყო შეზღუდული. როცა დიდი დოზები იქნება, აქაც დაემატება,” – განაცხადა გაბუნიამ.